ე.წ. ციანიდის საქმე - უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო

01 აგვისტო 2018, 00:00 1795 ნახვა

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა. დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ განაჩენი არა მამა გიორგი მამალაძეს, არამედ ქართულ მართლმსაჯულებას გამოუტანა.

მისივე ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დეკანოზი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს იმაზე უფრო ადრე შეიტანს, ვიდრე სარჩელის წარდგენის ვადები ითვალისწინებს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი