ჩაქვის გვირაბთან ავტოავარიის შედეგად 4 მანქანა დაზიანდა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია ავტომობილები. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე ავტომანქანის მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ და ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.