აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომა დახურა

31 ივლისი 2018, 00:00 1967 ნახვა

საჯაროობასა და დახურვას შორის გაკეთებული არჩევანი და კრიტიკა მთავრობის ახალი თავმჯდომარის მისამართით. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის პირველი სხდომა მედიისთვის დახურა. თავმჯდომარე იმ რეგლამენტს იშველიებს, რომელიც ლევან ვარშალომიძემ  10 წლის წინ დაადგინა და რომლითაც რიჟვაძის წინამორბედებს ფაქტობრივად არ უსარგებლიათ.

საკითხთან დაკავშირებით აზრი “მთავარმა” ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრსაც ჰკითხა, რომელიც ამბობს რომ პირველი სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარება მისთვის უფრო კომფორტული იყო. მთავრობას გადაწყვეტილების გამო მესამე სექტორი აკრიტიკებს.   

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში