იკვეთება თუ არა ბათუმის მერიის აიპებში ნეპოტიზმის ფაქტები? საკითხი დღეს განხილვის საგანი იყო საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატებს შორის კამათის მიზეზი პირსის გასხვისების საკითხიც გახდა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით საკრებულომ გონიო-კვარიათის საპრივატიზაციო ნაკვეთების საწყისი ფასი დაადგინა. შეიმუშავეს რეგულაციები, რომელიც ტურისტულად აქტიურ ზონებში სავაჭრო და გასართობი ობიექტების განთავსებას ეხება.