მალტის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. ფაქტი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს. გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის ოდენობით. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 22 ათასი ლარი შეადგინა. გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.