სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ლიუბლიანას და პირანის მერებს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების - შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში პირველია.