სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ ანგარიშს პარლამენტში ამ წუთებშიც ისმენენ.
ომბუდსმენმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხშირად საუბრობს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ცვლილებებით თუმცა ეს არ არის საკმარისი.
ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ განხორციელდა. მისი თქმით, პასუხისგებაში არ მიეცნენ პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი დანაშაულთან.