საქართველოში როკის ლეგენდის რობერტ პლანტისა და ელექტრონული ჯგუფის ზე ჩემიქალ ბრაზერს, კონცერტები გაიმართება. ლედ ზეპელინის ვოკალისტი დღეს ბლექ სი არენაზე იმღერებს. სწორედ ამ კონცერტით გაიხსნება შავი ზღვის მე-12 ჯაზ ფესტივალი. ზღვისპირა ქალაქში ჩოგბურთის კლუბში ფესტივალი კიდევ 3 დღე გაგრძელდება.
ზე ჩემიქალ ბრაზერს B განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი 1 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში გაიმართება. ჯამში 8 კონცერტი გაიმართება.