ამ დრომდე უცნობია აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძეა.
ვაშაძე პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინეს. ოპოზიციის კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ რომ კანდიდატი არის სუსტი.