მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე, ბოლო სამი დღის განმავლობაში, სამი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ადგილობრივების თქმით, წაღებულია ვერცხლის ნივთები და ფული.
მახინჯაურში მოქალაქეები ამბობენ, რომ ქურდობის შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ქურდობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. საცხოვრებელ ბინებთან ერთად გაქურდულია მაღაზიებიც. რამდენიმე ფაქტზე, სამართალდამცველებმა დამნაშავეებიც დააკავეს.
განახლებული:
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე, უწყებაში მოქალაქეების შეტყობინება არ შესულა.