მთავრობა: თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია

17 ივლისი 2016, 00:00 2063 ნახვა

მთავრობის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია - განცხადებას ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, სამშობლოში უკვე დაბრუნებულია. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა"-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი