აჭარის მთავრობის სავარაუდო შემადგენლობა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ პრეზიდენტს გაუგზავნა

16 ივლისი 2018, 00:00 1780 ნახვა

ერთ დღეში გახდება ცნობილი ვის წარადგენს საქართელოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. გიორგი მარგველაშილმა არჩევანი საინიციატივო ჯგუფისა და მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის უნდა გააკეთოს, კონსტიტუციის თანახმად, მას ასევე შეუძლია წარადგინოს სრულიად სხვა კანდიდატი, თუმცა მმართველი გუნდი რა თქმა უნდა აქცენტს თორნიკე რიჟვაძეზე აკეთებს და პრეზიდენტს მიმართავს დროულად წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს რეგიონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 29 წლის თავმჯდომარეობის კანდიდატი.

სწორედ უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა დღეს ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ. რიჟვაძის წარდგენისა და დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობებს შეინარჩუნებენ განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები კი თანამდებობას დატოვებენ. დამტკიცების შემთხვევაში მათ ახალი სახეებით ჩაანაცვლებს რიჟვაძე. სავარაუდო სამთავრობო გუნდის წევრებად დასახელდნენ ჯაბა ფუტკარაძე და ტიტე აროშიძე. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში