მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის განახლებული გუნდი პარლამენტის ნდობას მოიპოვებს. ასე ფიქრობენ მმართველ გუნდშიც. ,,ქართული ოცნების” ლიდერებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა საქმიანი პოლიტიკა აირჩია, რასაც მათი მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სამთავრობო გუნდის ახალ სახეებს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, რაც მათ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორცილებაში ხელს შეუშლის.