21-დან სამი. მთავარი პროკურორის პოსტის დასაკავებლად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე, ნინო გოგნიაშვილი იბრძოლებენ. კანდიდატებმა ჯერ გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. საბოლოოდ, კი პროკურორის პოსტზე შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.