''ბავშვები ითხოვენ მშვიდობას'' – პროექტის მონაწილეები ბათუმში

06 ივლისი 2018, 00:00 1807 ნახვა

“ბავშვები ითხოვენ მშვიდობას"-პროექტის ფარგლებში 21-მა უკრაინელმა ბავშვმა, რომლებიც უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში ცხოვრობენ, შინდისის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

პროექტი ბათუმში წელს მეორედ ალილო 2015 ის ინიციატივით ტარდება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას უკრაინასა და მთელ მსოფლიოში; ასევე, საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებასა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციას ემსახურება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი