მთავრობის ახალი შემადგენლობა 15 ივლისს დამტკიცდება

06 ივლისი 2018, 00:00 1752 ნახვა

საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს მომავალი კვირიდან დაიწყებს. პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 15 ივლისს უყრის კენჭს.

მცირე მთავრობების საკანონმდებლო პაკეტი დამტკიცებულია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარი მხოლოდ უმრავლესობამ დაუჭირა. ამ ცვლილებებით ქვეყნაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო  მინისტრის აპარატი იქნება.

დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ძალაში კი მას შემდეგ შევა როცა საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ერთიანდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილდება, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი