პრეზიდენტი კონსულტაციებს ნატოს სამიტის შემდეგ დაიწყებს

05 ივლისი 2018, 00:00 1648 ნახვა

ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე –,,ქართულ ოცნებაში” ჯერ ისევ ვერ შეჯერდნენ. ამიტომ  რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსა  და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ოფიციალური კონსულტაციები საკითხზე ჯერ არ დაწყებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მზაობა ჯერ კიდევ გუშინ გამოთქვა.

პრეზიდენტმა კონსულტაცია უმაღლეს საბჭოში შემავალ ყველა პარტიებთან უნდა გამართოს.  მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბ პატარაძის შემცვლელს იმ პირებიდან შეარჩევენ, რომლებიც რეგიონის პირველი პირის პოსტზე  ორი დღეა აქტიურად განიხილებიან.

დავით გაბაიძე აცხადებს, რომ აუცილებელი პირობაა კანდიდატი  იყოს როგორც გუნდისთვის, ისე მოსახლეობისთვის მისაღები. დღეს ისიც თქვეს, რომ პროცესში ცენტრალური ხელისუფლება, კერძოდ პრემიერ მინისტრი  და  პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებიან. ქვეყნის მთავარსარდალი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში შემავალი პარტიის წევრებთან შეხვედრას ნატოს სამიტის შემდეგ გეგმავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში