განიხილება მამუკა ვასაძის, თორნიკე რიჟვაძისა და ზაალ მიქელაძის კანდიდატურები - ფატი ხალვაში

04 ივლისი 2018, 00:00 1966 ნახვა

პარლამენტის წევრის ფატი ხალვაშის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის, ზაალ მიქელაძისა და მამუკა ვასაძის კანდიდატურები განიხილება. დეპუტატის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება გუნდს ჯერ არ მიუღია.  

დღეს მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრაც იგეგმება. ფატი ხალვაში ვერ აკონკრეტებს აღნიშნულ შეხვედრაზე, იქნება თუ არა საუბარი ზურაბ პატარაძის შემცვლელზე. 

მამუკა ვასაძე საქართველოს პროკურატურაში მუშაობს, ის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა. თორნიკე რიჟვაძე ''საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი'', ზაალ მიქელაძე კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრია.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დღეს დატოვა.

 ''დღეს მივიღე გადაწყვეტილება და  ვტოვებ თანამდებობას, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად. მე ვარ და ვიქნები ''ქართული ოცნების'' წევრი, გუნდის წევრი და ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში" - თქვა ბრიფინგზე ზურაბ პატარაძემ.

ზურაბ პატარაძის შემცვლელად დღეს რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, თუმცა ბრიფინგზე რეგიონის პირველმა პირმა კონკრეტული სახელები და გვარები არ გაახმოვანა.  აღნიშნა, რომ პროცესში თავადაც არის ჩართული და სიახლეების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მალე ექნება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი