აჭარაზე გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება ცნობილი - უმრავლესობის ლიდერი

04 ივლისი 2018, 00:00 1512 ნახვა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართა. 

არჩილ თალაკვაძემ, აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. "კონსულტაციები იყო და გადაწყვეტილების შესახებ  უახლოეს საათებში გაკეთდება განცხადება" - თქვა თალაკვაძემ, თუმცა დამატებითი განმარტებები უმრავლესობის ლიდერმა არ გააკეთა. 

თალაკვაძემ მედიასთან,  არც ზურაბ პატარაძის საქმინობა შეაფასა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში