მაღაზიის მეპატრონე ყვება, რომ სავაჭრო ობიექტი ხუთმა პირმა 21 წამში გაქურდა. წაღებულია დაახლოებით 100 ლარის ხურდა ფული და 150 ლარის ღირებულების სხვადსხვა დასახელების სიგარეტი.
დავით ზაქარაძის თქმით, სიგნალიზაციის ჩართვიდან რამდენიმე წამში, მძარცველებმა ტერიტორია დატოვეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ქურდობის ფაქტი დღეს დილით დაფიქსირდა.
დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.