მაღაზიის ქურდობის გამო სამი ადამიანი დააკავეს

03 ივლისი 2018, 00:00 2261 ნახვა

26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, 21 ივნისს მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. აღნიშნულმა მოქალაქეებმა, სავაჭრო ობიექტიდან ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს.

მაღაზიაში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები. სამართალდამცველები იმავე დღეს აცხადებდნენ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები ინდენტიციფირებულები იყვნენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დღეს დილით დაფიქსირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი