უკვე სამი საათია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 963 აბიტურიენტი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
ბათუმის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო. რეგისტრაცია 988 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 963 გაიარა. საგამოცდო ცენტრში, სულ 69 სექტორი ფუნქციონირებს.
საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი მანუჩარ ლორიას ამბობს, რომ ბათუმის ცენტრი აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც ამ ტიპის გამოცდებისთვისაა საჭირო. "ვეცადეთ აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა ყველა პირობა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მათ შორის კონდინცირების კუთხითაც" - ამბობს ცენტრის ადმინისტრატორი. უფრო კონკრეტულად, როგორ ახერხებე ტემპერატურის კონტროლს ცენტრში არ აზუსტებენ, სექტორებში კონდენციორების სისტემები არ არის, სადაც აბიტურიენტები არიან გადანაწილებულები.