ტრენინგი ტრადიციული რეწვის ოსტატებისთვის. მონაწილეებმა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერეს და თანამედროვე პროდუქციის შექმნისა და დახვეწის დეტალებზე ისაუბრეს. 15 რეწვის ოსტატი კონკურსის გზით შეირჩნენ, რომელთაც 1000 ლარიანი გრანტიც გადაეცათ.
აღნიშნული თანხა მონაწილეებმა ვორქშოპებისთვის საჭირო ხარჯებისთვის ან პროდუქციისთვის საჭირო მასალების შესაძენად უნდა გამოიყენონ. პროექტის ფარგლებში ტრადიციული რეწვის ოსტატები კიდევ სამ მუზეუმს ეწვევიან და დაცულ ექსპონატებს გაეცნობიან. პროექტს “ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება” აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს მესამედ ახორციელებს.