ტრეფიკინგი-აშშ დეპარტამენტის ანგარიში და შეფასებები

29 ივნისი 2018, 00:00 1971 ნახვა

საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტის ავტორების გაცხადებით,  საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთვარობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რჩება ტრეფიკინგში ჩართული პირებისთვის სატრანზიტო ქვეყნად. საუბარია სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგზე და ასევე შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთა გადაყვანაზე.

ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრობლემად რჩება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რადგან ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ ახორციელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა გასწიოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებსა და საქართველოსა და უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც შრომით ექსპლოატაციას განიცდიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი