კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი - შეფასებები

27 ივნისი 2018, 00:00 2002 ნახვა

აშშ-ის კონგრესისთვის წარედგენილ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ კანონპროექტს ისტორიულ მოვლენად აფასებს ქართული მხარე. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს დოკუმენტის მნიშვნელობას და  აცხადებს, რომ დოკუმენტში ასახულია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის -აცხადებს გიორგი აბაშიშვილი. რეზოლუცია კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერა ინიცირებული, ამ ჯგუფის თანათავმჯდომარესთან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის ტედ  პოს განაცხადებით  აქტი ხაზს უსვამს საქართველოსადმი ამერიკის დამოკიდებულებას და ასევე იმ ფაქტს რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი.   ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების ხელყოფის ფაქტებს, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში  ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი  ამ პირებისთვის ამერიკაში შესვლის აკრძალვას და ფინანასური აქტივების დაყადაღებას ითხოვს.
 
ორპარტიული მხარდაჭერის აქტი ხაზს უსვამს საქართველო ამერიკის თანამშრომლობის დღის წესრიგის რამდენიმე ასპექტს, მათ შორის საუბარია ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ. ქართული მხარე აქტს ისტორიულ დოკუმენტს უწოდებს. 

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცრებას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გიორგი აბაშისვილის განცხადებით, ამ აქტით საქართველო ამერიკის ტანამშრიომლობის დღის წესრიგი უმაღლეს დონეზე გადავა. აბაშისვილის განცხადებით ამ რეზოლუციაზე საუბარი მარტში პრეზიდენტრის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში დაიწყო.​

ქართული მხარე რეზოლუციის დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბროვს, და ამ აქტის ინიცირებას საქართველოს ხელისუფლების ამერიკასთან თანამშრომლობისა და სწორი ნაბიჯების შედეგად მიიჩნევს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი