საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურა - 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი

26 ივნისი 2018, 00:00 1921 ნახვა

საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იმუშავებს. 

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწმება

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

''ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა, დარწმუნებული ვარ, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვხარჯოთ მართვაზე იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებობს. დარწმუნებული ვარ, „მცირე მთავრობის“ კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, პრემიერს კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი