ყაზახი ჟურნალისტების პრეს-ტური აჭარაში. მედიის წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ასევე დაესწრნენ დელფინების შოუს და მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლასში.
იმოგზაურეს მთიან აჭარაში და მის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. ასევე, დაესწრნენ ევროპის ჩემპიონატს ყაზახურ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმში გაიმართა. აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ყაზახი ჟურნალისტები რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ.