ფინანსურმა პოლიციამ ქედის მერიის შპს „კომუნალური სერვისის სამსახურის“ უფროსი დააკავა. ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საგამოძიებო უწყებაში ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.
რას ედავება გამოძიება მალხაზ სურმანიძეს - ინფორმაციას არ ფლობენ ქედის მერიაშიც. მერის მოადგილის განცხადებით, კომუნალური სერვისების სამსახური მერიაში ერთ-ერთი წარმატებულია.