მთავრობის თავმჯდომარის არჩევა-რიგგარეშე სხდომა უმაღლეს საბჭოში

15 ივლისი 2016, 00:00 4271 ნახვა

საათზე მეტ ხანს პასუხობდა ზურაბ პატარაძე დეპუტატების შეკითხვებს, რომლებიც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ოპოზიციასთან თანამშრომლობას, დასაქმებას, ახალი გუნდის ფორმირებას, მაღალმთიან აჭარაში არსებულ ვითარებას, გონიოს მიწებს, ე.წ-ლი ,,ოცნების ქალაქის” პრობლემებს, ჰესების მშენებლობას და მიწის რეფორმას ეხებოდა. მანამდე კი ზურაბ პარაძემ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისთვის, უმაღლეს საბჭოს კი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, იგი მზადაა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობისა და  სოციალური პროექტების განხორციელება მისი გუნდის  მთავარი პრიორიტეტები იქნება. მისივე თქმით, იგი მზადაა მაქსიმუმი გააკეთოს აჭარის მაღალმთიან აჭარაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიქტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობისთვის. პატარაძის განცხადებით, საკუთარ გამოცდილებას იგი რეგიონის საკეთილდღეოდ გამოიყენებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი