თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

24 ივნისი 2018, 00:00 1553 ნახვა

რამდენიმე საათია თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. თურქეთის 81 მილიონიანი მოსახლეობის 60 მილიონამდე ადამიანი  ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს.

საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის უწევთ. არჩევნების შემდეგ მეჯლისს 550-ის ნაცვლად 600 წევრი ეყოლება.

გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი