იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები შესაძლოა თანამდებობებიდან გაათავისუფლონ. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ ამ წუთებში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსია ამოიწუროს. მისივე თქმით, მომზადებულ კანონპროექტში ასახულია წინა შეხვედრებზე გამოთქმული რეკომენდაციები.