გიორგი მიქაუტაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა 

22 ივნისი 2018, 00:00 2091 ნახვა

გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დღეს პირველად სასამართლოზე გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, დღეს კი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე,  რომელმაც 2016 წლის აგვისტოში  გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. შეკითხვაზე, რატომ  არ გამოიძახა თავად საპატრულო პოლიცია, თქვა, რომ მას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა რადგან მისი თქმით, კონფლიქტის დროს ცდილობდა ტერიტორიიდან ოჯახის წევრების გაყვანას. დღესვე დაიკითხა მიქაუტაძის მეუღლე, რომელმაც ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალები გადაიღო. სწორედ ამ ჩანაწერზე დაუსვა კითხვა დაცვის მხარემ, რომელიც  დაინტერესდა თუ რატომ არ გადასცა გამოძიებას ჩანაწერის სრული ვერსია, რაზეც უპასუხა რომ  სრულად მომხდარი მას არ ჩაუწერია. სხდომას სკაიპის საშუალებით ადევნებდნენ თვალს ხაჭაპურიძე და მისი  მეუღლე. თუმცა მოგვიანებით ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესს გამოეთიშნენ. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მორიგი სასამართლო სხდომა  ამ წუთებშიც გრძელდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისაკენ მოუწოდებენ საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი. ისინი ორ სისხლის სამართლის საქმეს ეხმიანებიან, რომლებშიც სავარაუდოდ გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურებაზეა საუბარი, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურისა და სასამართლოს მიერ განხორციელებულ ხარვეზიან მართლმსაჯულებაზე, რომელიც მესამე სექტორის შეფასებით  ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი