რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე 

21 ივნისი 2018, 00:00 1732 ნახვა

8-თვიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრების სხდომა გაიმართა საპატრიარქოში. სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა თანამოსაყდრე მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელთმთავრებზე. მხოლოდ ორმა მიტროპოლიტმა გააკეთა მედიასთან კომენტარი სინოდის სხდომის შემდეგ, მათ თქვეს, რომ სხდომაზე იყო საუბარი უკრაინის ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის თაობაზე, რასაც უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლება მსოფლიო პატრიარქისგან ითხოვს, თუმცა ეს არ იყო განხილვა და მათ მხოლოდ ინფორმაცია მოისმინეს.

არადა სინოდის სხდომის ჩანიშვნის შემდეგ საზოგადოების ინტერესი სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდებოდა. მითუმეტეს მაშინ როდესაც ამ საკითხზე სასაუბროდ ორი კვირის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის, ერთი კვირის წინ კი მსოფლიო პარტრიარქის წარმომადეგნლები იმყოფებოდნენ.

ასევე ითქვა რომ საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ე.წ. ციანიდის საქმე იყო, თუმცა როგორც იცით სხდომა დახურულია, ასე რომ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ამ დრომდე საპატრიარქოს სინოდის სხდომის შესახებ ოფიციალური ინფრომაცია არ გამოუქვეყნებია, გასაჯაროვდა მხოლოდ სხდომაზე გადაღებული კადრები. 

ამავე კატეგორიაში