არაერთგვაროვანია ექსპერტების შეფასებები დარგების მიხედვით იმ სამთავრობო პროგრამაზე, რომელიც კვირის დასაწყისში ახალმა პრემიერმა წარმოადგინა.
ექსპერტთა ნაწილი მამუკა ბახტაძეს გამოცდილების სიმცირეს უწუნებს და მოუწოდებს გუნდი პროფესიონალებით დააკომპლექტოს. ნაწილი კი გამოწვევად ასახელებს ხმამაღალი განცხადებების რეალურად აღსრულებას.