გარდამავალი მთავრობის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის შეკითხვებს უპასუხეს

19 ივნისი 2018, 00:00 1996 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის იმ შემადგენლობას მოუსმინეს, რომელთან ერთადაც, უფრო კონკრეტულად კი სრულ შემადგენლობასთან ერთად, პრემიერობის კანდიდატი არ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა მხარდაჭერას ითხოვს.

ნდობის გამოცხადებამდე ჩასატარებელ სავალდებულო პროცედურებს დღეს დეპუტატების ნაწილი ღიად უწოდებდა ფორმალურს. ცნობილია რომ გარდამავალი მთავრობისთვის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია, თუმცა ამის საჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე “ქართულ ოცნებას” არც ექნება.

კენჭისყრა ხვალ, ხელახლა წარდგენა კი უკვე შემცირებული რაოდენობით 2-3 კვირაშია დაგეგმილი. ცნობისთვის სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს მთავრობაში 7 თვის წინაც განხორციელდა.

დღეს კონკრეტულ ცვლილებებზე მამუკა ბახტაძეს არ უსაუბრია, თუმცა ისაუბრა სამთავრობო გეგმაზე. იგი ცოტა ხნის წინაც უკვე ფრაქციებში პასუხობდა დეპუტატების შეკითხვებს. ისევე როგორც მინისტრობის სხვა კანდიდატები.

ერთ-ერთი ბოლო და ხმაურიანი იყო ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას შორის გამართული დებატები, რაც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირიდან პარლამენტარის გარიდებას უკავშირდებოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი