პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

17 ივნისი 2018, 00:00 4702 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბესიკ ტაკიძის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ბრალდებული ამბობს, ბუტა ანთაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა, აღელვების ნიადაგზე კი დანა დაარტყა.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით დაკავებულს მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა, უფლებადამცველი პროკურორის არგუმენტებს გაყალბებულს უწოდებს.

პროკურორის ინფორმაციით 16 მაისს სოფელ გვარაში ბუტა ანთაძე სამსახუროებრივ მოვალეობას ასრულებდა, ბრალდებულს კი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო პოლიციის უფროსმა მოუწოდა არ შეეშალა ხელი ტვირთის გადატანაში, რასაც ბესიკ ტაკიძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში