ქვეყნის პირველმა პირმა ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ კანდიდატურას მხარს დაუჭერს. საკითხზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ხვალ 12 საათზე რიგგარეშე სესია გაიმართება.