საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პარტიას ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ და პარლამენტარებს აირჩიონ იგი პრემიერად, რადგან მისი აზრით, თუ პარტიის თავმჯდომარე აკომპლექტებს და ნიშნავს მთავრობას, სწორედ ეს თავმჯდომარე უნდა იყოს მაშინ პრემიერ მინისტრი.
''გუშინდელი კვირიკაშვილის გადადგომის სიტყვაში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ახალი მთავრობა დააკომპლექტოს.
ვფიქრობ, უნდა გახდეს ეს პროცესები საზოგადოებისთვის გასაგები, განჭვრეტადი, გასაგები და გააზრებული. საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ნათელი რატომ მიდიან პრემიერ-მინისტრები თანამდებობიდან, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერები? რა დგას ამის უკან, რა არის არგუმენტი და რა პრინციპით შეირჩევიან ახალი პრემიერები?
ეს მასკარადის პერიოდი, რომ უცებ ირჩევიან და ინიშნებიან პრემიერები უნდა დასრულდეს. ეს გაუგებარია საზოგადოებისთივის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. თუ ვსაუბრობთ ევროპულ გამოცდილებაზე, გზაზე, იქ პრემიერები არიან პარტიის ლიდერები, შესაბამისად უნდა შეირჩეს პრემიერი, რომელიც იქნება ლიდერი და თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს მტავრობის დაკომპლექტებაზე. ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ მინისტრი.
მოვუწოდებ პასუხისმგებელ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას უპირველესად, რომ დაასახელონ პრემიერად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი.
მე მიმუშავია ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პრემიერთან და მინდა ვთქვა, რომ კარგი პრემიერი მინისტრი იყო. ჩემი აზრით ეს მასკარადის პროცესი ავნებს საქართველოს, ევროპულ გზას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.