“ეს იქნება ბოლო მთავრობა საქართველოში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დააკომპლექტებს“- აცხადებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.” ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აკრიტიკებენ და უკვირთ, როგორ საუბრობს ის ეკონომიკურ წინსვლაზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში 70% ეკონომიკური ფონის გაუარესებაზე საუბრობს.
ისინი ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს, შორის პარალელებს ავლებენ, აცხადებენ, რომ წინამორბედი უფრო ღირსეულად მოიქცა, ვიდრე დღეს გადამდგარი პრემიერი.