საუბარი ყველაფერზე, საკადრო ცვლილებების გარდა – ასეთია იმ განცხადებების შინაარსი რაც “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა გაავრცელეს. არადა სხდომის დაწყებამდე მათი ნაწილი ამბობდა რომ არ გამორიცხავდა საკადრო ცვლილებებს საქართველოს მთავრობაში.
ერთადერთი ვინც ამ საკითხზე საუბარი დაადასტურა ზაქარია ქუცნიშვილია, თუმცა ამბობს რომ ეს არ ყოფილა განსახილველი თემა. განხილულ თემებად დეპუტატებმა მიმდინარე პროცესები დაასახელეს. თქვეს რომ, შეხვედრაზე რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდნენ, განიხილეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, არსებული ნეგატიური და პოზიტიური მონაცემები.
კომენტარი არ გაუკეთებია ივანიშვილს, არც კვირიკაშვილს, სწორედ პრემიერის, ასევე იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ ვრცელდებოდა მთელი დღის განმავლობაში ინფორმაცია. თეა წულუკიანის გადადგომას არასამთავრობო სექტორი აქტიურად მოითხოვს.