1 ივლისიდან პარკში თევზაობა მკაცრად აიკრძალება

12 ივნისი 2018, 00:00 2969 ნახვა

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში მკვდარი თევზები პერიოდულად ჩნდება. ტბის ნაპირზე  თევზები ბოლო 20 დღის განმავლობაში ინტენსიურად გამოირიყა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ვერ გვეუბნებიან ზუსტად რა რაოდენობის თევზი განადგურდა, თუმცა ამბობენ,რომ ყოველდღიურად ხდება ტბის გაწმენდა მკვდარი თევზებისგან

 "ზუსტად არ ვიცით ჯერ რამდენად სახიფათოა ან რა იწვევს თევზების კვდომას, სავარაუდოდ,ჟანგბადის ნაკლებობის გამო იხოცებიან.  ტბის წყლის კვლევა ჯერ კიდევ დეკემბერში ჩატარდა და მერიამ შეიძინა სისტემა, რომელიც ტბას ჟანგბადით ამარაგებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ეს სისტემა კონკრეტულ საათებშია ჩართული და მუშაობს, თუმცა, სავარაუდოდ, ჟანგბადს დიდი რაოდენობით წყალმცენარეები მოიხმარს, რომლებიც ყვავილობენ ახლა და შესაძლოა ამის გამო აღარ არის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება.

წყალქვეშა სისტემა ჩართულია ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე, ხოლო ტბის ზემოთ განთავსებული შადრევანი ირთვება დღის განმავლობაში 8 საათის განმავლობაში. გარემოს დაცვის ინსპექციას უკვე მივმართეთ და უახლოეს დღეებში მოხდება დეტალური შესწავლა წყლის და რეკომენდაციებიც გვექნება, როდის უნდა ჩავრთოთ და რამდენი ხნით სისტემა წლის ამ პერიოდში" - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სულხან ევგენიძე. 

მიუხედავად ამისა, რომ ნურიგელის ტბას უკვე წლებია პრობლემები აქვს და ტბის ირგვლივ განთავსებულია თევზაობის ამკრძალავი ნიშნები, თუმცა მას არავინ  ემორჩილება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელთან სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრას 1 ივლისიდან შეეცდება. მისი ინფორმაციით მერია ხელშეკრულებას გააფორმებს დაცვის პოლიციასთან, რომელიც არ არის მერიის დაქვემდებარებაში და სწორედ მათ დაევალებათ თევზაობის აკრძალვა ტბაში. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი