გაუმართავი ტექნიკური საშუალებები საკალმახე მეურნეობებში – ფერმერები ქედაში ტექნიკურ და ინფორმაციულ დახმარებას ითხოვენ. ამბობენ რომ საკალმახე მეურნეობის მოწყობისთვის აუცილებელი საინჟინრო-ტექნოლოგიების ცოდნის სიმწირეს განიცდიან, რის გამოც ხშირად რისკის წინაშე დგებიან.
იხსენებენ შემთხვევებს როდესაც უხვი ნალექის გამო დაგუბებული წყალი გადმოვიდა და დიდი რაოდენობით თევზი დაეღუპათ. როგორც გავარკვიეთ წელს პირველად ტრენინგების ჩატარებას გეგმავს ამ მიმართულებით ადგილობრივი მერია. ცნობისთვის, ქედაში სულ 54 საკალმახე მეურნეობაა რეგისტრირებული, აქედან მხოლოდ 20 ფუნქციონირებს.