ხელვაჩაურში, გვარას ციხეზე არქეოლოგებმა 22 ქვევრი აღმოაჩინეს. ქვევრები XI საუკუნით თარიღდება.
არქეოლოგიური გათხრები ციხეზე ორი კვირის წინ დაიწყო, სპეციალისტებმა შეისწავლეს ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. ასევე, ციხის გალავანში ჩართული კოშკი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი. .
არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს ციხის აგების თარიღიც. ამ ეტაპზე, არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე X-XVIII საუკუნეებში ფუნქციონირებდა.
ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ფოტო ინტრენეტიდან