ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

10 ივნისი 2018, 00:00 3319 ნახვა

ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან რუს ივან შტილს 0.024 წამით გაასწრო. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი დღეს, გაიმართა.

გუშინ, პირველ ეტაპზე ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სპორტსმენმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო წელს ოქროს მედლით ჩაანაცვლა.

ამავე კატეგორიაში