4 დაღუპული და დაშავებულები- ავტოავარია გომბორზე

09 ივნისი 2018, 00:00 2580 ნახვა

გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად დაშავებულების უმეტესობას დღის ბოლომდე თბილისში გადაიყვანენ-ეს მშობლების მოთხოვნაა. დილით სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, რომელიც კახეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა გამოძიების პირველადი ვერსიით საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ათობით დაშავდა.

დაღუპულები თბილისის 175-ე სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ექსკურსიაზე მიდიოდნენ. დაშავდნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები, რომლებიც ახლა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ერთი კი თბილისში გადაიყვანეს. ასევე დღის ბოლომდე იგეგმება კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების დედაქალაქში გადაყვანა. დაშავებულების მდგომარეობას პირადად გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი