პოლიტიკური განცხადებებითა და პარტიების ლიდერების ბრალდებებით დაიწყო დღეს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ხორავას ქუჩაზე დეკემბერში მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა გამოიძიოს. პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ სხდომა მისი მალევე დატოვა.
მანმადე კი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, იქნება კომისიაში დაბარებული და იმუნიტეტი არავის დაიცავს.
სერგი კაპანაძის თქმით ასევე მალე იქნება იმ პირთა ვინაობა ცნობილი, რომლებიც გამოიკითხებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არავისზე ხელის დაფარებას არ აპირებს. პირველ სხდომაზე დებულება დაამტკიცეს.