''მაგისტრალური გზის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთებში კომპენსაციას არ გვიხდიან'' - აქცია ხულოში

08 ივნისი 2018, 00:00 2533 ნახვა

ხულოში, სოფელ ბოძაურის მცხოვრებლებმა დღეს ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი საკომპენსაციო თანხა გახდა, რომელსაც ხულო ადიგენის მაგისტრალური გზის მშენებლობის სანაცვლოდ, ადგილობრივებს მიწის ნაკვეთებსა და ბაღებში სთავაზობენ. ნაწილს კი, მათი მტკიცებით არ ეძლევათ საერთოდ თანხა, რადგან მიწა რეგისტრირებული არ აქვთ.

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ  საქართველოს საგზაო დეპარტამენტი, ხულოს მუნიციპალიტეტი და სატყეო სააგენტო გულგრილად ეკიდებიან მათ სამართლიან მოთხოვნებს მისცენ ღირსეული კომპენსაცია იმ მიწების სანაცვლოდ, რასაც წლებია იყენებენ და მათი შემოსავლის წყაროა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია გამაფრთხილებელია და თუ ყურადღებით არ მოეკიდებიან მათ თხოვნას, შესაძლოა საპროტესტო გამოსვლებმა ბათუმში გადმოინაცვლოს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი