''ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება, დავკარგეთ 2 ახალგაზრდა, სამწუხაროდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ მყისიერი რეაგიერბა მოახდინა, პარლამენტმა კი მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია.
''ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამ, სანამ რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები. შემდგომში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შსს-მ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის, ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით, დაიკითხა უამრავი ადამიანი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობთ იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა. რაც მე ვფიქრობ, ასევე უპრეცედენტოა, მინდა მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება , როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება, თუ როგორ რეაგირებს საზოგაოდების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა არის უმრავლესობა და თავმჯდომარეც უმცირესობის წარმოადგენელია.