დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილია. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესასწავლად კომისია მუშაობას ხვალიდან შეუდგება. ხვალინდელი სხდომა ძირითადად პროცედურების განსაზღვრას დაეთმობა. კომისიას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
პროცესს გაემიჯნა “ნაციონალური მოძრაობა,” ცნობისთვის ეს პარტია ერთ-ერთი იყო რომელიც მოითხოვდა საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას, დღეს კი პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ კომისიის შექმნა არის ფარსი და დროის გაჭიანურების გარდა, რეალური შედეგი ვერ დადგება.