რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

06 ივნისი 2018, 00:00 1630 ნახვა

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მკვიდრი გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმმა თემურ ხუხაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა.

მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახმა ჯარიმა 2009 რუსული რუბლი გადაიხადა - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

გათავისუფლებულს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ. რუსმა სამხედროებმა წითელუბნის საძოვრებზე მწყემსი გუშინ აიყვანეს.

კიდევ ერთი დაკავებული, დირბის ეკლესიის წინამძღვარი იოანე ოხანაშვილი კი გუშინ საღამოს გაათავისუფლეს.

სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა სხვადასხვა ადგილზე 5 ივნისს დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი